პოლიციელის მიერ ნაცემი მოზარდის ექსპერტიზა

25 იანვარი 2022, 17:56 1154 ნახვა

ბიჭი, რომელსაც პოლიციელმა სცემა, ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფება.  მოზარდს თან ახლავს  დედა,  უფლებადამცველები  და მეგობარი, რომელმაც ძალადობის ამსახველი კადრები გადაიღო. ახლა 17 წლის მოზარდი სწორედ უწყების გამომძიებლებს მიაწვდის ინფორმაციას, რა მოხდა ისნის მეტროში და რატომ სცემა ის პოლიციელმა, რომელიც კანონის თანახმად, პირიქით, მის უფლებებს უნდა იცავდეს. მანამდე მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა.  სამართალდამცავის მხრიდან მიყენებულ დაზიანებებს ექსპერტები 40 წუთის განმავლობაში ათვალიერებდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი