უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია. იგი ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე საგარეო და საშინაო საფრთხეებისგან ეროვნული უსაფრთხოების უზრუნვეყოფის, ასევე ეკონომიკის, ენერგეტიკისა და კორონავირუსის საკითხებზე მსჯელობენ. შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს. მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უწყებამ გადაწყვიტა სანქციები დააწესოს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ყირიმის ხიდის მშენებლობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.