რიგები დიაგნოსტიკის ცენტრებთან

24 იანვარი 2022, 15:04 1944 ნახვა

დილიდან რიგებია დიაგნოსტიკის ცენტრებთან ქობულეთშიც. 12 საათისთვის ჩატარებული  55 ანტიგენ ტესტიდან 8-კოვიდ დადებითი ადამიანი დაფიქსირდა.

მედიკოსები აცხადებენ, რომ კლინიკა ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობს.

კოვიდ ტესტზე გაზრდილ მიმართვიანობას დადასტურებული პირების კონტაქტებს უკავშირებენ. 

ქობულეთის ორივე კოვიდმიმღებ კლინიკაში გაზრდილია კოვიდინფიცირებულების რაოდენობაც. მათ შორის არიან ომიკრონით ინფიცირებულებიც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი