თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

24 იანვარი 2022, 12:55 1253 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. ადვოკატის განმარტებით, იგი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი