საქართველოში კორონავირუსის 7947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

24 იანვარი 2022, 10:46 1040 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5550 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 082 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 608, „პისიარ“ ტესტით – 14 474.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო შვიდი დღის – 16,61%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 059 392 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 967 585 გამოჯანმრთელდა, 14 732 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 658 343 აცრა, დღიურად აცრილია 1 550.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი