გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 9 ათას 600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი.
დილიდან რიგებია პოლიკლინიკებთან, მოქალაქეებს კოვიდ ტესტების გასაკეთებლად რიგებში ხანგრძლივად უწევთ დგომა, რის გამოც უქმე დღეებში ტესტის აღების დრო 18 საათამდე გახანგრძლივდა.
მძიმე ეპიდვითარების ფონზე გადაიტვირთა ჯანდაცვის სექტორიც, როგორც ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში ადგილი აღარ არის.
3 არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის მოუწოდებენ და პირბადის ტარების აუცილებლობაზე მიუთითებენ. რისკ ჯგუფებში შედიან წლამდე ბავშვები, ფეხმძიმეები და ხანდაზმულები.