''ბათუმი'' საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს ნახევარფინალში გამოეთიშა

23 იანვარი 2022, 14:50 1323 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბი  ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმელები ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან 30 ქულიანი სხვაობით 63-93 დამარცხდნენ.

მიუხედავად მარცხისა ისევ კარგი მატჩი ჩაატარა ბექა ბექურმა, მის ანგარიშზე არასრულ 37 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

შეგახსნებთ, რომ ''ბათუმმა'' ჯგუფში ორივე შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილით ნახევარფნალში გავიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში