კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა - „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია''

21 იანვარი 2022, 14:16 1554 ნახვა

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში 50 წლამდე კაცი ექთანს თავს დაესხა.

სალომე ლოლუს განცხადებით, პაციენტმა მედპერსონალს ერთი ჭრილობა ლოყის არეში მიაყენა, მას შვიდი ნაკერი დასჭირდა და რამაც დააზიანა სანერწყვე ჯირკვალი, ხოლო მეორე – ყელის არეში. 

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში მედპერსონალზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა. 

„დილის 5 საათზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექთანმა შემოვლის დროს შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა. დაინტერესდა პაციენტით, მივიდა მასთან მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ის დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით.

კაცი ამჟამად გადაყვანილია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. შედეგებს ცოტა მოგვაინებით მოგაწვდით'' - ამბობს სალომე ლოლუა.

შემთხვევა გასული წლის 21 დეკემბერს მოხდა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი