ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გულშემატკივარს ხმის მიცემა შეუძლია

18 იანვარი 2022, 23:09 1381 ნახვა

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო.

2022 წლის ქართული ოლ სტარის მატჩი-აქცია 28 იანვარს, 16:00 საათზე, გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი კალათბურთელებისგან (ლეგიონერებისგან) დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები დაასახელებენ.

ადგილობრივების გუნდს ლექსო ლაფანაშვილი (თსუ-ის მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – კოტე ტუღუში (ქუთაისის თავარი მწვრთნელი).

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში).

სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: იშმაილ ჰოლისი (რუსთავი), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), ვახტანგ ქადარია (ვერა), რაილ ოუენსი (თსუ), ვლადიმერ თავაქარაშვილი (დინამო) და აიზეა ტრეილორი (ბათუმი). რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

გულშემატკივრებს ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ superleague.ge/allstar/vote.

ხმის მიცემისას ირჩევთ თითოეული გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრებს – 2 უკანასკნელს, 2 ფორვარდს და 1 ცენტრს (ორივე გუნდის ჯამში 10 კალათბურთელს) და აფიქსირებთ თქვენს არჩევანს. გამოკითხვა 26 იანვარს იანვარს 18:00 საათზე დასრულდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი