მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იყოს ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი - ეს საქართველოში აშშ-ს ელჩის გზავნილია.
კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკვე არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი, ამიტომ დიპლომატის აზრით, აუცილებელია პროცესი მიუკერძოებლად გაგრძელდეს.
პრეზიდენტმა კვირის ბოლომდე ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრების საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურები პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ვიდრე საკანონმდებლო ორგანო თავმჯდომარეს და 2 წევრს შეარჩევს, მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელიც ამავე დროს კონკურსშიც მონაწილეობს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ანგარიში წარადგინა და საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
გიორგი კალანდარიშვილმა განხორციელებული რეფორმებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრა.