თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება - კელი დეგნანი 

18 იანვარი 2022, 13:28 1278 ნახვა

„ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტის შეშფოთებას, მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას'' - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს სჭირდება ისეთი პროფესიონალების გამოცდილება, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორია.

''როდესაც გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი უწყებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან ფრთხილი პროცესი. როდესაც იცვლება რაიმე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საკითხების მოგვარება. თუ გსურთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება, რომელსაც კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა აქვს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის რასაც აკეთებთ, ესმის ხალხს და განმარტავთ, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება“, – განაცხადა დეგნანმა.

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი