თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა.
სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კი პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმა 2 000 ლარი გააუქმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აღარ აქვს ვალდებულება, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრები წაშალოს.
მისივე განმარტებით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.