კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდა და აეროპორტიდან სასამართლო დარბაზში მივიდა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ ეთანხმება და ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას.