რუსთავში 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

15 იანვარი 2022, 18:20 1144 ნახვა

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს 17 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ალკოჰოლი მიიღეს. არასრულწლოვნის გარდაცვალება სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი