სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, იგი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას - ადვოკატი

14 იანვარი 2022, 15:43 120 ნახვა

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მშვენიერაძის განმარტებით,  სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ.

მისივე თქმით, საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს სააკაშვილის ნევროლოგიური დარღვევა.

“მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ გავიდა 14 დღეზე მეტი მას არ მისცემია საშუალება ესარგებლა ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით. მის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის. მათ შორის საუბარია ნევროლოგიურ დარღვევებზე, ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მას სჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს ენცეფალოპათია დასრულებულია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა, თუ განგრძობადია. ეს არ არის სახუმარო თემა, შესაძლო გართულებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს იჩინოს თავი და დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით. თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღით ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ ამ ნევროლოგიური დარღვევით"- განაცხადა მშვენიერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში