მინისტრმა ჯოკოვიჩის ვიზა გააუქმა და ავსტრალია მისი დეპორტაციისთვის ემზადება

14 იანვარი 2022, 13:24 984 ნახვა

ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრმა  ალექს ჰოუკმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმოს. 

ამ შემთხვევაში სერბის ავსტრალიიდან დეპორტაცია მოხდება. 

განცხადებაში წერია, რომ ჯოკოვიჩის ვიზა გაუქმებულია საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე. 

შეგახსენებთ, რომ ნოვაკს ვიზა გააუქმეს მისი ავსტრალიაში ჩასვლისთანავე. ამის შემდეგ, მელბურნის სასამართლომ განიხილა სერბის აპელაცია და დარღვევად სცნო ნოლესთვის ვიზის გაუქმება და ავსტრალიაში დარჩენის უფლება მისცეს.

სასამართლოზე განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, რომ ემიგრაციის სამინისტრო განიხილავს სერბი ჩოგბურთელის ვიზის გაუქმებას მინისტრის პირადი უფლებამოსილების საფუძველზე და სწორედ ასეც მოხდა.

ჯოკოვიჩის ადვოკატები წინა დღეებშიც ამბობდნენ, რომ ამ შემთხვევისთვისაც მზად იქნებოდნენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ რჩება.

2022 წლის პირველი დიდი სლემი 17 იანვარს დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში