პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს. პურის საცხობებს გასული თვისგან განსხვავებით ბუნებრივი აირის გადასახადი კიდევ გაეზარდათ.
ამბობენ, რომ კომუნალურების ზრდის ფონზე იძულებულნი არიან პროდუქციას ღირებულება მოუმატონ. ისინი სახელმწიფოს დამატებითი სუბსიდირებისკენ მოუწოდებენ. პური ბოლოს დეკემბერში გაძვირდა.