პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა დღეს კონსულტაციები უნდა გამართონ პარლამენტის თავმჯდომარის მუდმივ მოქმედ დელეგაციებთან დაკავშირებით. პატრიოტთა ალიანსი ითხოვს ეუთოში, ევროსაბჭოში, ევროსაბჭოს ასაბლეაში, ევრონესტში, ევროკავშირის ასოცირების საბჭოში მათი კვოტა გათვალისწინებული იყოს. წინაღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბოიკოტის რეჟიმზე გადავლენ, და საპარლამენტო საქმინობასა და საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.