ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა, რომელიც ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში პირველად იმართება და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ინიციატივებს ეძღვნება, ბრიუსელში ამ წუთებშიც გრძელდება. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა თავი შეიკავეს განცხადებებისგან.
რუსეთის მხრიდან შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო მონაწილეობს, ამერიკულ მხარეს კი სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უენდი შერმანი წარმოადგენს.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ალიანსი წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრა აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში 9-10 იანვარს გამართული მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით არის ორგანიზებული. შეხვედრაზე მხარეები ევროპული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი შეშფოთების საკითხებს შეეხებიან.
ასევე შეიარაღებაზე კონტროლისა და რისკების საფრთხეების შემცირების ნაწილში საკითხზეც იმსჯელებენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრას ევროპის უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში დროული უწოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით 3 საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს მხარეების პრეს-კონფერენციას გამართავენ.
13 იანვარს კონსულტაციები ეუთოს ვენის პლათფორმაზე გაგრძელდება.