ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი

12 იანვარი 2022, 10:11 8091 ნახვა

ხვალ ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი.

13-დან 17 იანვრამდე, საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი და ტემპერატურის მკვეთრი  კლება.

კონკრეტულად, ხვალ 13 იანვარს:

დასავლეთ საქართველოს - დაბლობზე ყველგან , აღმოსავლეთის ბარში კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა, იქროლების დასავლეთის ქარი 20-25 მეტრი წამში, ზღვაზე ღელვა 4 ბალი.

14,15,16 - იანვარს დასავლეთში ყველგან , აღმოსაველეთში კი ზოგან მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, მთაში ძლიერი თოვა და ქარბუქი, დაბლობში ტემპერატურა -1, +4 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ყველგან იქნება უარყოფითი ტემპერატურა. ზღვაზე იქნება შტორმული სიტუაცია ღელვა 5 ბალი.

ინტენსიური თოვის გამო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, 14 დან 17 იანვრის ჩათვლით მაქსიმალურად ყურადღებით იყავით ზამთრის კურორტებზე გადაადგილების დროს, ან თავი შეიკავეთ მგზავრობისგან.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი