ყაზახეთის თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა მთავრობის ახალ შემადგენლობაში თანამდებობები შეინარჩუნეს.
ენერგეტიკის მინისტრად კი ბოლატ აკჩულაკოვი დაინიშნა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა. 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის მთავრობა დაითხოვა.
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება და 10 დღემდე გაგრძელდება.