მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

11 იანვარი 2022, 12:18 799 ნახვა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა.

„სამი წელია, ბოდავთ და თავი შეიკავეთ. ვის ელაპარაკებით თქვენ ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოთ. ეს არ არის სასამართლო, ბიძინას მონები ხართ.

თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია“, – მიმართა ხაზარაძემ პროკურორს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში