ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, რომელიც ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა - გაბუნია

11 იანვარი 2022, 12:07 1203 ნახვა

ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა ისევ შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერჯერობით არის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ორსულების შემთხვევაში მართვა ხორციელდება იმგვარად, რა შესაძლებლობებიც ჯანდაცვის სისტემას აქვს.

„ორსულების გარდაცვალება არის ძალიან სერიოზული პრობლემა და სამწუხაროდ, ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა ისევ შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია, რომელიც ჯერჯერობით არის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე.

ორსულების შემთხვევაში მართვა ხორციელდება იმგვარად, რა შესაძლებლობებიც ჯანდაცვის სისტემას აქვს.

ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა ბევრად უფრო მეტი იყო წელს, ვიდრე იყო ეს გასულ წელს. „დელტა“ შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა, ამდენად ორსულების შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის აქტიური პრევენცია ვაქცინაციის გზით, რადგან მაინც ჯანდაცვას დღეს მთლიანად, გლობალურად არ აქვს სრული რესურსი, რომ ბოლომდე მართოს შემთხვევები და ჩვენც ვიცით, რომ 100 შემთხვევიდან ერთი ან ორი შემთხვევა გარდაცვალებით დამთავრდება, რაც არ უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო სამ დღეში კორონავირუსით ინფიცირებული  ორი ორსული გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი