ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის გადადებას არ ემხრობა - გაბუნია 

11 იანვარი 2022, 11:48 4456 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება სწავლის გადადება, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა. ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც იყო დაგეგმილი. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში