თურქეთში მედიკამენტების შესაძენად მოქალაქეები ყოველდღიურად დადიან

10 იანვარი 2022, 18:01 13317 ნახვა

ვიდრე ეს ანგარიში გამოქვეყნდებოდა, აქამდე და უკვე წლებია, წამლების სიძვირის გამო მოსახლეობა საჭირო პრეპარატს თურქეთში ყიდულობს. ისინი ფასის გარდა, ხარისხითაც კმაყოფილები არიან.

რაც შეეხება ღირებულებას, გვიყვებიან, რომ წამლებს თითქმის 80%-ით დაბალ ფასად ყიდულობენ.

''ძალიან ხშირად გადადიან წამლებისთვის. ფასებში ძალიან დიდი განსხვავებაა. აქ რაც 20 ლარი ღირს, თურქეთში 20 ლირად, ანუ ნახევარ ფასად ვყიდულობთ. ამიტომ იძულებულია ხალხი გადავიდეს და იყიდოს. თან უკეთესი ხარისხია. ჩვენთან ცოტა კონტროლი უნდა იყოს ფასზე, ძალიან მაღალი ფასებია'' - აცხადებენ მოქალაქეები.  

2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი; 3 213 აფთიაქის ოპერირებას ახორციელებს 1712 ეკონომიკური აგენტი. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას [სულ 1238 აფთიაქი], ხოლო მათგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ჯამურად 927 აფთიაქს ფლობს.

ანგარიშის თანახმად, მედიკამენტების საცალო ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლარის გაცვლითი კურსია. ეროვნულ ვალუტაში იმპორტირებული მედიკამენტების საერთო ღირებულება 2020 წელს 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, რაც მეტწილად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით - ანალოგიური მაჩვენებული ამერიკულ დოლარში გაიზარდა მხოლოდ 7%- ით.

კონკურენციის სააგენტო პრობლემად ასახელებს ფასწარმოქმნასაც - ზოგიერთი მცირე კომპანია მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებს გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევებში 1000%-ს ცდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში