ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაიწყო. აჭარისა და გურიის რეგიონულმა სამმართველომ საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო.
ინსპექტირების თამაშრომელბი შესწავლას რამდენიმე დღეს გააგრძელებენ, იმ შემთხვევაში თუ გარემოზე ზემოქმედება დაფიქსირდება , საჯარიმო სანქცია ამოქმედდება, რომელიც 5 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მძაფრი სუნი ქალაქის ტერიტორიაზე გუშინ გავრცელდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში საკითხს აქტიურად განიხილავდნენ და ამბობდნენ რომ სუნის გამო თავის ტკივილები დაეწყოთ. მოქალაქეები საკითხს გაზს უკავშირდებოდნენ, თუმცა სოკარ გაზის ინფორმაციით თავიანთ ქსელში პრობლემა არ ფიქსირდებოდა.