9 იანვარს აფრიკის თასის გათამაშება იწყება

08 იანვარი 2022, 21:48 1098 ნახვა

9 იანვარს კამერუნში აფრიკის თასის გათამაშება  აიღებს სტარტს.

აფრიკის კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირი გასული წლის იანვარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კოვიდპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

აფრიკის თასი 1957 წლიდან თამაშდება და  წლევანდელი ტურნირი რიგით 33-ეა ისტორიაში.
 ჯგუფურ ეტაპზე 24 ნაკრები ითამაშებს. ისინი ექვს ჯგუფად არიან დაყოფილნი. ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო გუნდი და ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში გავლენ.
ფინალური მატჩი  6 თებერვალს არის ჩანიშნული. 

А ჯგუფი -  ბურკინა ფასო, კამერუნი, კაბო ვერდე, ეთიოპია
В ჯგუფი - გვინეა, ზიმბაბვე, მალავი, სენეგალი
С ჯგუფი - გაბონი, განა, კომორის კ-ები, მაროკო
D ჯგუფი - გვინეა-ბისაუ, ეგვიპტე, ნიგერია, სუდანი
E ჯგუფი - ალჟირი, კოტ დ’ივუარი, სიერა ლეონე, ეკვ. გვინეა
F ჯგუფი - გამბია, მავრიტანია, მალი, ტუნისი
ჩემპიონატი 9 იანვარს კამერუნის და ბურკინა ფასოს ნაკრებთა მატჩით გაიხსენება. 

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე გაიხსნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში