ლექსო ლაშქარავას საქმე - ექსპერტის განმარტება

08 იანვარი 2022, 18:15 1012 ნახვა

გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედა და ის ექსპერტიზის დასკვნაზე "ტვ პირველს" მანამდე ვერ შეატყობინებდა, სანამ გამოძიება მას არ გაასაჯაროებდა.

შესაძლოა თუ არა ოპერატორის გვამის ექსპერტიზაზე გადასვენებამდე განხორციელებულიყო ისეთი მანიპულაცია, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა - ექსპერტი პასუხობს, რომ გვამზე გამორიცხულია ინექციის მანიპულაციის წარმოება.

მისივე ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამდე "ჰეროინის" ორი ინექცია ჰქონდა გაკეთებული მარჯვენა და მარცხენა საზარდულებზე. ამასთან, საუბარია 4 საათამდე დიაპაზონზე. გეჯაძე ამბობს, რომ ლაშქარავას ტკივილები ექმნებოდა, თუმცა ამ მიზნით მოიხმარდა თუ არა გამაყუჩებლებს, ამაზე პასუხი არ აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში