ფიფამ საუკეთესო ფეხბურთელის 3 ნომინანტი დაასახელა

07 იანვარი 2022, 21:14 1670 ნახვა

ფიფამ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სამეული დაასახელა. 

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტთა  შორის: პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)  და არგენტინელი ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი).  

The Best-ის დაჯილდოების ცერემონიალი 17 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

2020 წელს ეს პრიზი ბაიერნის პოლონელ ფორვარდს  რობერტ ლევანდოვსკის ერგო.

საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის კი: რობერტო მანჩინი, პეპ გვარდიოლა და თომას ტუხელი იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში