ბეთლემში ზედიზედ მეორე წელია შობას ტურისტების გარეშე აღნიშნავენ

07 იანვარი 2022, 17:49 1187 ნახვა

ბეთლემში შობის დღესასწაული უკვე ზედიზედ მეორე წელია ტურისტების გარეშე აღინიშნება. ქრისტეს მშობლიურ ქალაქში რამდენიმე ასეული მართლმადიდებელი მომლოცველი შეიკრიბა. ვარსკვლავის ქუჩაზე, რომელიც მაცხოვრის შობის  ეკლესიასთან მიდის,  ტრადიციული აღლუმი და საშობაო ჯვაროსნული მსვლელობა გაიმართა. მას იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე უძღვებოდა. წელს ბეთლემში მხოლოდ პალესტინელი და ისრაელელი მომლოცველები შეიკრიბნენ. უცხოელებს ბეთლემში მოხვედრა  მხოლოდ ისრაელის გავლით შეუძლიათ, რომელმაც 29 ნოემბერს  საზღვარი ომიკრონის შტამის გავრცელების გამო ჩაკეტა. ტურისტებს წმინდა ადგილების მოლოცვა მხოლოდ 9 იანვრიდან შეეძლებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი