მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნების საკითხზე - საგარეო უწყება

07 იანვარი 2022, 15:50 1048 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას.

მათივე განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.

"ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ, შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი