საახალწლო კონცერტი

06 იანვარი 2022, 18:26 1007 ნახვა

,,რეზო და ბავშვები“ და ,,ლურჯი იალქანი“ ამ წუთებში ხულოში  საახალწლო  კონცერტი იმართება. მასში  ადგილობრივი ქორეოგრაფიული  და ვოკალური  გუნდებიც მონაწილეობენ. პარალელურად შესაძლებელია ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება. აქვეა საშობაო ბაზრობა,   სადაც ხელნაკეთი ნივთები იყიდება. იქნება , საბავშვო აქტივობებიც და ბავშვები ტკბილეულით დასაჩუქრდებიან. საზეიმო ღონისძიებას ფოიერვერკი დაასრულებს. კონცერტი ისევე როგორც ხულოში, სხვა მუნიციპალიტეტებში  პრემირ-მინისტრის ინიციატივით  ტარდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში