მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ზომების გამოყენებაზე ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია - ადვოკატი

06 იანვარი 2022, 15:00 1015 ნახვა

ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ დრომდე სააკაშვილთან შეხვედრისას კონფიდენციალურობის შენარჩუნება რჩება.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მის თითოეულ განცხადებასა თუ მოსაზრებას.

ჩვენ დღესაც არ გვქონდა საშუალება, რომ გვქონოდა კონფიდენციალური კომუნიკაცია და იყო მყარი ბარიერი აღმართული, ასევე ვერ მოვახერხეთ წერილობითი კორესპონდენციის მიმოცვლა, რაც არის ერთადერთი ფორმა. რომლითაც ვერ გაიგებენ ჩვენი საუბრის შინაარსს. მოვუწოდებ დაწესებულების უფროსებს, რომ ეს უმსგავსობა აღმოფხვრან და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომ დაგვეხმარონ ამის აღმოფხვრაში”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი