საგამოძიებო კომისიის შექმნაზე სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც იკავებენ თავს და კომისიის შექმნის საკითხი კითხვის ქვეშ დგას -აცხადებს ლევან იოსელიანი, რომელმაც თავისივე პარტიის გადაწყვეტილებაც გაახმოვანა. თქვა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ. პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ კი ენმ-ს წამოწყებას უერთდება. ნაციონალურ მოძრაობაში საგამოძებო კომისიის შექმნის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ამასთან ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი გაგრძელდება.