საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 148 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 148 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.