საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს დიპლომატიური მისია. აშშ-ს საელჩოს საქართველოში მიაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, ხოლო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებმა ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას.
ამ მწვავე კრიტიკას პოლიტიკოსები პასუხობენ, როგორია მათი საპასუხო გზავნილი, ქვეყნის ერთ-ეთი მთავარი პარტნიორი ქვეყნის მისამართით.