მიხეილ სააკაშვილი მისი საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოძიებას ითხოვს, რომლის შექმნის შესახებაც ულტიმატუმი გუშინ გააჟღერა.
შეიქმნება თუ არა კომისია, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რადგან 50 დეპუტატის ხმაა საჭირო, ამდენი კი ენმ-ს არ აქვს. ანუ, ახლა დღის წესრიგშია ოპოზიციის ერთიანობა. ლელოს პოზიცია ცნობილია, რომ მხარს უჭერენ ამ ინიციატივას.