ეროვნული ლიგიდან გავარდნილი ქობულეთის „შუქურა“ მთავარ მწვრთნელს და რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ამას გარდა, ქობულეთის „შუქურა“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ლეგიონერს დაემშვიდობა. ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ჯერალდო წავიდა და კონტრაქტი წყალტუბოს „სამგურალთან“ გააფორმა. ჯეფერსონის გარდა, კლუბი ასევე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟუნინიო კაბრალმა და უკრაინელმა ცენტარლურმა მცველმა ივან სპიჩკამ დატოვეს.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის ვინაობა.