იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, ე.ი. ამის უკან „ომიკრონი“ დგას.
მისივე თქმით, მოლოდინი რაც გვაქვს, ქვეყანაში არის იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მატება, ვინაიდან, წარმოუდგენელია ყველა შემთხვევის სეკვენირება მოხდეს და ზუსტად ვიცოდეთ, დგას თუ არა ამის უკან „ომიკრონი“.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ორი კვირა თანდათან მცირდება, მომდევნო დღეებში თუ გვექნება შემთხვევების მატება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამის უკან დგას სწორედ „ომიკრონი“ და „ომიკრონია“, რომელიც შესაძლოა განაპირობებდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების მკვეთრ მატებას“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.