მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს არასერიოზულს უწოდებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე საქმეებზეა მსჯავრდებული და მან სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს. მიხეილ სარჯველაძე ურჩევს ნაციონალურ მოძრაობას , რომ უმჯობესია, შეეცადონ, რომ სამართლებრივი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ კანონმდებლობას და არა პირიქით, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბონ ახალი წესები. პარტიაში კი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ისევ გაგრძლდება.