ამსტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

03 იანვარი 2022, 14:38 1194 ნახვა

ამსტერდამში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. როგორც უცხოური მედია  წერს, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი ამსტერდამის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა და შემზღუდველი ზომები გააპროტესტა.  

ვან გოგის მუზეუმთან აქციის მონაწილეებმა ბანერები გაშალეს შემდეგი შინაარსის წარწერებით: „ნაკლები რეპრესია, მეტი ზრუნვა“, „ეს არ ეხება ვირუსს, ეს ეხება კონტროლს“. დემონსტრანტების მცირე ჯგუფი პოლიციას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს.

გავრცელდა ინფორმაცია ერთი დემონსტრანტის დაკავების შესახებ. ყველა მეორეხარისხოვანი მაღაზია, ასევე ბარები, რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები დახურულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი