3 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 487. მძიმე პაციენტია 118, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 პირი.
833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 537 - თბილისში, 199 - აჭარაში.
16 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.