ახალი წლიდან 200 ლარით დაჯარიმდებით, თუ ტაქსიში ან ნებისმიერი სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევთ. აკრძალვა ვრცელდება საბაგირო ტრანსპორტზეც. ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია თქვენსავე საკუთრებაში არსებულ ავტომობილშიც, თუკი ამ დროს თქვენთან ერთად არასრუწლოვანი მგზავრობს. ჯარიმა ამ შემთხვევაში 50 ლარია. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა 80 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.