31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში 2 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჩატარდა 38 802 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 472, „პისიარ“-ტესტით – 15 330.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო შვიდი დღის – 5,28%.