მთავარი პოლიტიკური მოვლენები 2021

30 დეკემბერი 2021, 19:33 1402 ნახვა

2021 პოლიტიკურად მრავალფეროვანი წელი იყო. ქვეყნის უახლეს ისტორიას, კიდევ ბევრი აქცია და არჩევნები მიეთვალა. წელი საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო და შეიძლება ითქვას, ეს ნოტა ბოლომდე გაგრძელდა. წლის დასაწყისში ექსპრემიერმა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებდა პოლიტიკას, მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ და უბრუნდებოდა „კერძო ცხოვრების წესს“.18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა გიორგი გახარიამ. მიზეზად „მმარველ პარტიასთან“ უთანხმოება დაასახელა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. ოპოზიცის ნაწილი პარლამენტში არ შედიოდა, არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა 5-პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერა. 2021 წლის პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე თბილისში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. არჩევნების შედეგად საქართველოს ქალაქების საკრებულოების უმრავლესობა „ოცნებამ“ დააკომპლექტა. საქართველოში ახლა 6 ოპოზიციური საკრებულოა. ასევე უკვე მიმავალ წელს, ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ათასობით ფაილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი