2022 წლიდან საფრანგეთი ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

30 დეკემბერი 2021, 17:39 1338 ნახვა

2022 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება. საფრანგეთი თავმჯდომაროებას როტაციის პრინციპით 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარებს. ქვეყნის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთისთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი პატივია და ის ერთიანობის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. "ჩვენ ევროპული თანამშრომლობიდან ძლიერ ევროპაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც თავისუფალი, დამოუკიდებელი იქნება და საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტს“, - განაცხადა მაკრონმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში