რიგგარეშე სხდომა

15 დეკემბერი 2016, 00:00 2842 ნახვა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სიის პირველ ნომერს დავით თარხან მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება დღეს ოფიციალურად  შეუწყდა -გადაწყვეტილებას 18 დეპუტატიდან ორმა ცოტნე ანანიძემ და გია აბულაძე მხარი არ დაუჭირეს.დავით თარხან მოურავმა ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით უსკოს 28 ნოემბერს მიმართა, ხოლო უმაღლეს საბჭოში განცხადება 30 ნოემბერს შევიდა. დღესვე დეპუტატებმა წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ იმსჯელეს.  სხდომაზე შენიშვნები ჰქონდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს" გია აბულაძეს. ის    ბიუჯეტის დროულად განხილვას მოითხოვს, მმართველ გუნდში  ოპოზიციის შენიშვნას არ იზიარებენ. დღევანდელი სხდომით საშემოდგომო სესია დაიხურა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი