დაჯილდოვების ცერემონიალი

28 დეკემბერი 2021, 19:51 1258 ნახვა

აჭარაში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  ჯილდოებით და  საპატიო წოდებებით 9 მოქალაქე დაჯილდოვდა. ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ტბელ აბუსერისძის   I, II და III  ხარისხის ორდენები გადაეცათ. აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცდა ჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების წესი. I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ცნობილი მეცნიერი, არქეოლოგი,  პედაგოგი ამირან კახიძე. დინამო ბათუმის წარმატებული მწვრთნელი გიორგი გეგუჩაძე. ბათუმის დინამომ 2021 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  გარდაცვალების შემდეგ  ჯემალ კიკნაძე. ტბელ აბუსერისძის  II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დავით მურვანიძე - სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და პუბერკულოზის რეგიონული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ინფექციონისტი., ასევე გარდაცვალების  შემდეგII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დამსახურებული მწვრთნელი  ლევან შავაძე.  ტბელ აბუსერისძის   III ხარისხის ორდენი გადაეცა პედაგოგ გივი ხალვაშს. საპატიო წოდება მიენიჭათ მანანა ფაღავას და  ლევან ბოლქვაძეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი