უნებართვო მშენებარე ობიექტის დემონტაჟი

28 დეკემბერი 2021, 12:39 3119 ნახვა

გონიოში ავგიის მეხუთე ჩიხში სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული მშენებარე  კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, შესაბამისი თხოვნით უწყებამ აღსრულების ბიუროს  მიმართა. მერიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უნებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით საქმისწარმოება 2019 წლიდან მიმდინარეობს და არაერთი საჯარიმო სანქცია გატარდა. ვიდეო მასალა და ინფორმაცია  ბათუმის მერიამ გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი