აჭარაში კოვიდის 213 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 დეკემბერი 2021, 10:51 913 ნახვა

28 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 213 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 497. მძიმე პაციენტია 121, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35 პირი.

857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 191- აჭარაში. 20 528 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი